logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქების შედეგად 19 წლის სტუდენტი დაშავდა
- +

4 ივლისი. 2016. 12:22



„BBC"-ის ცნობით, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ერთი სტუდენტი დაშავდა. 19 წლის ბიჭმა ასაფეთქებელ მოწყობილობას ფეხი დააბიჯა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


ახალგაზრდა ჰოსპიტალიზებულია. თითმხილველების თქმით, მან ქვედა კიდურის ნაწილი დაკარგა.



ოფიციალური პირების განცხადებით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.


სამართლდამცავთა განცხადებით, პარკში ხელნაკეთი პიროტექნიკა აფეთქდა, რომელსაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამზადებდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner