შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეისყიდა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არის ფეიკ-ნიუსი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნული შესყიდვა არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ინფორმაციაში აღნიშნულ 6 ცალ ავტომანქანის შესყიდვას, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილია დაცვის პოლიციის ტექნიკური ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, ცოტა ხნით ადრე, განცხადება გაავრცელა სუს-მაც და ფარდა-ჟალუზის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დამახინჯებული უწოდა.