logo_geo
eng_logo
შსს: დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ავეჯის შესყიდვა არ განხორციელებულა
- +

17 დეკემბერი. 2020. 17:41

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეისყიდა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არის ფეიკ-ნიუსი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნული შესყიდვა არ განხორციელებულა.

 

რაც შეეხება ინფორმაციაში აღნიშნულ 6 ცალ ავტომანქანის შესყიდვას, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილია დაცვის პოლიციის ტექნიკური ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ცნობისათვის, ცოტა ხნით ადრე, განცხადება გაავრცელა სუს-მაც და ფარდა-ჟალუზის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დამახინჯებული უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner