logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: ვაფასებთ ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:20

 

 

„საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ორი პირი, რომლებიც მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8 600 დოლარის სანაცვლოდ.

 

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.

 

გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პიროვნება, რომლებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას $8,600 დოლარის სანაცვლოდ.

 

ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner