logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ტრაგიკულია ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი პარტიული ტელევიზიების მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირადი პოლიტიკური ინტერესების და პოპულიზმისთვის გამოყენება
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:27

 

 

„სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბრიფინგი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, სადაც დაწვრილებით იქნა აღწერილი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია და მისი სიკვდილის გამომწვევი გარემოებები“, - ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმიანება.

 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრაგიკულია ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი პარტიული ტელევიზიების მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირადი პოლიტიკური ინტერესებისა და პოპულიზმისთვის გამოყენება.

 

,,მართლაც სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, უპირველესად კი, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხარო და ტრაგიკულია ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი პარტიული ტელევიზიების დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ, თუ როგორ იყენებდნენ თვეების განმავლობაში ამ ტრაგედიას პირადი პოლიტიკური ინტერესებისა და პოპულიზმისათვის, ოღონდ ვინმესთვის ჩირქი მოეცხოთ, ოღონდ ვინმე დაედანაშაულებინათ, ოღონდ სახელმწიფო გაემტყუვნებინათ რამეში. არ შეიძლება, შენი ვითომ პოლიტიკური და ბნელი ზრახვების გამო ყველაფერზე წახვიდე, ეს არაადამიანური და არაქრისტიანულია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner