logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე საბოტაჟის წინააღმდეგ კანონპროექტზე: სანქციის გამკაცრების აუცილებლობა მიხეილ სააკაშვილის მაგალითმა დაგვანახა
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:33

 

 

„მიხეილ სააკაშვილის მაგალითმა დაგვანახა, სანქციის გამკაცრების აუცილებლობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „დღის „ქრონიკაში“ საბოტაჟის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

„როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციას ეწევა, ეს აკრძალულია ყველა ქვეყნის კანონმდებლობით, არცერთი თავმოყვარე ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში არ უშვებს იმას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ აწარმოოს კამპანია. ასეა საქართველოშიც, კამპანიაში ჩარევის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ასევე თავისუფლება აღკვეთილ პირს არ აქვს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანი ამას აკეთებს. ნორმა არსებობს ჩვენთანაც და სხვაგანაც. სანქცია რა გვაქვს ამისათვის.

 

ჩვენ გვაქვს, როგორც აღმოჩნდა და უნდა ვაღიაროთ ეს შეცდომა და ხარვეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უზრუნველმყოფელი ნორმა იყო აბსოლუტურად არარეველანტური და ეს ბოლო არჩევნებმა კარგად დაგვანახა. მიხეილ სააკაშვილი ერეოდა კამპანიაში და წარმოჩინდებოდა როგორც ლიდერი და მისი პარტია აღიარებდა მას როგორც ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც კი წარმოგვიდგენდნენ ხოლმე, ამისი აკრძალვა ვერ შევძელით. მიხეილ სააკაშვილის მაგალითმა დაგვანახა, სანქციის გამკაცრების აუცილებლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღეს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner