logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 10 და 20 წლის მერე მოვყვებით, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები კი არა, პარალელური დათვლის მონაცემები იყო გაყალბებული
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:39

 

 

„10 და 20 წლის მერე მოვყვებით, რომ 2020 წელს საქართველოში მოხდა რა: „ქართულ ოცნებასა“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აბრალებდნენ, რომ არჩევნები გააყალბეს, მაგრამ 1 თვის თავზე აღმოჩნდა, რომ არჩევნები კი არა, პარალელური დათვლის მონაცემები იყო გაყალბებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს სენსაციური და სკანდალური ამბავია.

 

„ამას ალბათ მერე უფრო ღიმილით გავიხსენებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მართლა არ არის სასაცილო და გასაღიმებელი ეს ამბავი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, ვიღაცები ძალიან უხეშად ჩაერივნენ ამ ამბავში და ცდილობდნენ, რომ რევოლუციური სცენარის ყველაზე მსხვილი ნაწილი და საფუძველი ყოფილიყო პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც არ ემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს, მაგრამ საბოლოოდ რადგან ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ, იძულებული გახდნენ კონკრეტული ადამიანები გაემხილათ ამის შესახებ და ახლა უწოდებენ მექანიკურ შეცდომას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner