„სასოწარკვეთილებაში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე თავს ელჩებს ესხმიან, რადგან ისინი არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ცრუ ნარატივს არ დაექვემდებარნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
„ისინი არ დაექვემდებარენ ბულინგს, ისინი ყველა ადამიანს ღალატად უთვლიან, განსაკუთრებით ოპოზიციონერს, იმის თქმას, რომ შეიძლება, არჩევნები არ გაყალბდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდით ვთქვათ - მეტი რა უნდათ?! როდესაც მთავარ მოთხოვნად აყენებენ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ ვეუბნებით, კი ბატონო, მეტი რა გინდათ?! ვთანხმდებით რიგგარეშე არჩევნებს, ერთი პატარა დათქმით - ხომ ამბობენ რაღაც პროცენტებს, აბრახუნებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, 1%-იც თუ მაინცაა გაყალბებული და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აღმოჩნდება ბიულეტენების მეტობა, ამ შემთხვევაში მოგყვებით რიგგარეშე არჩევნებზე, ამაზე დიდი მიღწევა, ხომ შეუძლებელია, ამ პროცესებიდან მათ წაეღოთ?!“, - განაცხადა მდინარაძემ.