logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ვარ და ვიქნები უკომპრომისო და ღირსეული მებრძოლი!
- +

4 ივლისი. 2016. 12:47



არასდროს და არაფრის საფასურად უკან არ დამიხევია, არ მიღალატია და თუ რამე გამაჩნია, ეს ერთგულებაა სამშობლოს და სამშობლოსადმი შეწირული ერის კაცებისადმი!" - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლუკა კურტანიძის გავრცელებულ განცხადებაში.



მინდა, ჩემი ურყევი პოზიცია დავაფიქსირო - მტერს ყოველთვის საკადრისი საზღურით პასუხს ვცემდი და გავცემ ბოლო ამოსუნთქვამდე! არასდროს და არაფრის საფასურად უკან არ დამიხევია, არ მიღალატია და თუ რამე გამაჩნია, ეს ერთგულებაა სამშობლოს და სამშობლოსადმი შეწირული ერისკაცებისადმი! რა ბერკეტიც მქონდა და მაქვს, იმ ფარგლებში ვმოქმდებ! არასდროს დამინდია ვინმე... ვიგინდარა სააკაშვილი და მისი ხროვა... ვიბრძოდი და ბრძვი, სადაც მიმიწვდება ძალა... მართალი ერთგულება ყველაზე დიდი მადლია, რაც მაქვს მამა ღმერთისგან და ამიტომაც მებრძვის შიდა თუ გარე მტრები... რაც გადამხდა ამ წლებში, მარტო ნაცხროვის ბრალი არ არის... მაგრამ ღმერთი არ მტოვებს და გწამდეთ, თუ მეტი ბერკეტი მექნება, სამართლიანობის აღდგენაში დავეხმარო ქვეყანას, სიცოცხლის ფასად ვიმოქმედებ! ვარ და ვიქნები უკომპრომისო (დაუნდობელი) და ამასთანავე ღირსეული მებრძოლი ერის წინაშე! დღეს კი ჩემი ყველაზე დიდი ძალაა ჩემი სამშობლო და მისი ერთგული ერის შვილები!" - განაცხადა ლუკა კურტანიძე.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner