logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციისა და მისი ტელევიზიებისგან გარდაცვლილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მცდელობა გამოიკვეთა
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:50

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის დახურვასთან დაკავშირებით "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გამოძიების წყალობით ყველაფერს ნათელი მოეფინა.

 

"ამ პროცესს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებოდით, რადგან მგრძნობიარე საკითხი გახდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ უამრავი ძალიან მძიმე სპეკულაცია იყო, იგივე რადიკალური ოპოზიციისა და მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიების მხრიდან. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნათელი მოეფინა. ძალიან მძიმე რა არის, იცით? ყველაფერს აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია და მისი ტელევიზიები, რომ გარკვეული კუთხით, მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მცდელობა გამოეკვეთა, რაც არის ძალიან მძიმე, როცა არ უფრთხილდები სხვის პატივს და ღირსებას, მათ არანაირი ღირებულება არ აქვთ და გამოიკვეთა, მათ შორის, ამ საქმეში. არანაირი  წითელი ხაზი, არც ღირსება და არც პატივი მათთვის, საინტერესო არ არის,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის,  პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner