„უსუფაშვილ-ხიდაშელის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ადამიანების ბედით ვაჭრობა მალე დასრულდება. მათ დანაშაულებრივ საქმიანობას 2016 წლის არჩევის ახალი პარლამენტი შეისწავლის და გააცნობს ქართველ საზოგადოებას", - ამ განცხადებას სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე აკეთებს:
„გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხიდაშელ-უსუფაშვილი და საპარლამენტო კომიტეტის წევრები პირადი ინტერესებისთვის იყენებენ დაკავებულ თანამდებობებს და პოლიტდევნილის და პოლიტპატიმრის სტატუსს პირადი განწყობილებებით ანაწილებენ.
პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა ბედს ხიდაშელი და საპარლამენტო კომიტეტი დავით უსუფაშვილს უთანხმებდნენ, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, საბოლოო კორექტირებას უკეთებდა პოლიტდევნილთა სიას.
უსუფაშვილ-ხიდაშელი იმთავითვე სხვა სახელმწიფოზე მუშაობენ და მათი მოღალატეობრივი საქმიანობა მალე სააშკარაოზე დაიდება!" - განაცხადა ლევან მამალაძემ.