პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია არც თავდაცვის მინისტრი და არც რესპუბლიკელთა პარტიის არცერთი წევრი, გარდა გარემოს დაცვის მინისტრისა. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ დაპირისპირების დეტალები ამ განცხადებამდე და მითუმეტეს ამ განცხადების შემდეგ უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით.
გიგლა აგულაშვილი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს:
„მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საკითხზე. ვვარაუდობ, რომ რაც არ ყოფილა - გაყალბება და ა.შ. იმას ვერავინ ვერ შექმნის. ვერ მოიგონებს. წინასაარჩევნოდ, როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ მოიკიდონ ფეხი, გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა...თუნდაც მედია", - განაცხადა აგულაშვილმა.