ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების" განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება, ჩრდილი მიაყენოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას", - ნათქვამია განცხადებაში.
მე დავამატებ, რომ იმ პარტიის („ნაციონალური მოძრაობა"), რომელსაც ასამბლეის ფარგლებში წარმოადგენს გიგი წერეთელი, გასამართლებას მოითხოვს ქართველი ხალხი!!! „ნაციონალური მოძრაობის" წევრის არჩევა ამ თანამდებობაზე ეს არის ქართვული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრის იგნორირება და შეურაცხყოფა!!!!!!!!!!" - წერს ხათუნა ხოფერია.