logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ყველა ობიექტი იმართება ისე, რომ შევძლოთ პროექტების განხორციელება ტემპის შემცირების გარეშე და დავიცვათ დასაქმებულთა ჯანმრთელობა
- +

18 დეკემბერი. 2020. 01:51

 

 

„რეალურად ჩვენ არც ერთ ობიექტზე არ გვაქვს ეპიდემიოლოგიური აფეთქება“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტრის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სისტემურ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, უწყებამ უცხოელ ზედამხედველებთან და კონტრაქტორებთან ერთად, პირველი ტალღის შეზღუდვების დროს შეძლო, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული უსაფრთხოების ყველა წესი და ეს პრაქტიკა ყველა ობიექტზეა დანერგილი.

 

„რეალურად ჩვენ არც ერთ ობიექტზე არ გვაქვს ეპიდემიოლოგიური აფეთქება. დღესაც არც ერთი ობიექტი არ არის გაჩერებული კოვიდით ინფიცირების გამო და ყველა ობიექტი იმართება ისე, რომ ჩვენ ერთი მხრივ, შევძლოთ პროექტების განხორციელება ტემპის შემცირების გარეშე და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა დავიცვათ იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ამ პროექტებზე არიან დასაქმებულები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner