logo_geo
eng_logo
ანჟელა არუთინიანი: მე რომ მოვკვდე, არავის გაახსენდება! უკვე 80 წლის ვარ და მარტო ის მასულდგმულებს, რომ შვილს ვჭირდები
- +

18 დეკემბერი. 2020. 02:45

 

 

ვოვას ჩემ გარდა არავინ ჰყავს... 15 წელია, ციხეში ზის და ამ დროის მანძილზე შვილს არ შევხვედრივარ. პაემნის დროსაც კი შუშის ბარიერი გვყოფს, აკმარონ, რაც ციხეში იტანჯა! გაითვალისწინეთ – ეს 15 წელი სამარტოო საკანში გაატარა და დამლაპარაკებელიც არ ჰყოლია! მე რომ მოვკვდე, არავის გაახსენდება! უკვე 80 წლის ვარ და მარტო ის მასულდგმულებს, რომ შვილს ვჭირდები... მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა!”, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობისთვის მსჯავრდებული ვოვა არუთინოვის დედამ, ანჟელა არუთინიანმა „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე - „რა მოხდა სინამდვილეში?“, არუთინიანი ასე პასუხობს:

 

„ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ არანაირი ტერაქტი ბუნებაში არ ყოფილა! ბუში ხომ ცოცხალია?! უფრო მეტიც, ისე გაემგზავრა საქართველოდან, არც კი შეუტყვია, თითქოს ვინმე ლიკვიდაციას უპირებდა! ლიკვიდაცია კი არა, უკვე დაბეჯითებით გეუბნებით – მისთვის ყუმბარა არავის უსვრია, ხოლო ტერაქტის შესახებ მითი სააკაშვილის მითითებით მისმა სპეცსამსახურებმა შეთხზეს! ნახეთ, რას წერს სააკაშვილის დაცვის უფროსის მაშინდელი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი (ხმამაღლა მიაკითხავს): „სწორედ იმ ადგილას ვიდექი, სადაც პოლონელმა ჟურნალისტმა არუთინიანს ფოტო გადაუღო. ჩემ გვერდით იჯდა მთელი ამერიკული მანქანა და გამორიცხული იყო, რამე მომხდარიყო. მეტიც, ფარული კამერები იღებდა ყველაფერს! ამერიკელებმა მთხოვეს საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც, ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ!“

ჯერ ლამის გმირად შერაცხეს, ვინც ყუმბარა გაიტანა. მერე აღმოჩნდა, რომ სასწავლო ყოფილა და მაინც ვერ აფეთქდებოდა. მთავარი ისაა, რომ ყუმბარა ვოვას არ უსვრია და არც მტკიცებულება ან ვიდეოკადრები არსებობს, თითქოს საერთოდ ისროლეს. ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეყოლებათ დაფიქსირებული როგორც ვოვა, ასევე ის პირი, ვინც ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა ბუშის მახლობლად დადო!“, - ამბობს არუთინიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner