logo_geo
eng_logo
ზურა მანჯავიძე: პარლამენტში თუ არ შევლენ, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან
- +

18 დეკემბერი. 2020. 02:46

 

 

„ჩვენი დაპირისპირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც 3 ნოემბერს მიტინგზე გამოვედი, ზღვარი გირგვლიანის მკვლელობა იყო, ამის შემდეგ განსაკუთრებული შეტევა დაიწყო ცნობილ ადამიანებზე, ვინც ხალხს უყვარდა, რათა მათ ხალხზე გავლენა არ მოეხდინათ“,-  ამის შესახებ  მომღერალმა ზურა მანჯავიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

 

„თავი ისე მეჭირა, ვითომ არ მეშინოდა და იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ოჯახი მყავდა, უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო და შეიძლებოდა ნარკოტიკი ან რამე ჩაედოთ, ახლობლები მაფრთხილებდნენ შენი დაჭერა უნდათო, რაზე–მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს, დაგიჭერენ და რა მნიშვნელობა აქვს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან იარაღს, ან წამალს გაგიკეთებენ ძალითო. „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს, პარლამენტში თუ არ შევლენ, გახდებიან მარგინალები, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში და მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება, ჯერ არ გადაუთქვამთ სიტყვა თუ რა?“, - განუცხადა „კვირის პალიტრას“ მანჯავიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner