ახლად შეკრებილი პარლამენტი დღეს, 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს და მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
დღეს პარლამენტში ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.
პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს მინისტრთა კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.