logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 დეკემბერი. 2020. 10:41

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 421 ადამიანს. მათგან კორონავირუსი 98-ს დაუდასტურდა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდ-ცენტრში 236 კოვიდ-პაციენტია. მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 101 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა 7 602-ს შეადგენს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner