logo_geo
eng_logo
ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა
- +

18 დეკემბერი. 2020. 10:52

 

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 198 ხმით 138-ის წინააღმდეგ ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ახალი რეგულაციის მიხედვით, უკურნებელი სენით დაავადებულ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უფლება ეძლევა, ექიმების დახმარებით ევთანაზიას დაეთანხმოს.

 

თუმცა, ხარჯებს არა ბიუჯეტი, არამედ პაციენტი იხდის. პაციენტი ვალდებულია, გადაწყვეტილება მინიმუმ ოთხჯერ დაადასტუროს, ამასთან მას ნებისმიერ დროს, გადაწყვეტილების გადავადების ან გაუქმების უფლებაც რჩება.

 

კანონის ძალაში შესვლისთვის, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში ესპანეთი ევროპაში მეოთხე ქვეყენა იქნება, სადაც ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია მოხდება. პალატის გადაწყვეტილებას პროტესტიც მოჰყვა, ევთანაზიის კანონი მოძრაობა „ვივიდორესის“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner