logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ბუტა რობაქიძის ოჯახს ჩვენი თანადგომა სჭირდება
- +

4 ივლისი. 2016. 14:09



„ბუტა რობაქიძის ოჯახს ჩვენი თანადგომა სჭირდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და აქვე აღნიშნავს, რომ 4 ივლისს, 16 საათზე, ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.


„პროცესს მოსამართლე დავით მგელიაშვილი უძღვება. ახლა მიმდინარეობს ბრალდების მოწმეების დაკითხვა. წინა სხდომაზე ბუტას საქმის ყოფილი გამომძიებლის ჩვენებამ ბრალდებულები ძალიან ააღელვა.

 

მე ხვალინდელ სხდომას ვერ დავესწრები, რადგან საყდრისის საქმის განხილვაა ჩანიშნული 15 საათზე და არა მგონია, ერთ საათში დასრულდეს. სხდომა მეექვსე სართულზე გაიმართება. პროცესს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე უძღვება", - წერს მიქიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner