logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
- +

18 დეკემბერი. 2020. 11:43

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სენაკის რაიონში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა.

           

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner