ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ზურაბი თბილისში, კოვიდ-კლინიკაში გარდაიცვალა.
მას ბორჯომში დღეს, 18 დეკემბერს გადაასვენებენ. ტაძრის მღვდელმსახურების თქმით, ცხედარს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ.
სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში 12 დღის წინ, კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.
ამ ხნის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.