სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე რეაქტიული ჭურვი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია Al-Hadath ავრცელებს.
სამხედრო ბაზა ელ-ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად მდებარეობს. დაჭრილების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამჟამად ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები ნავთობის საბადოს გარშემო ტერიტორიაზე ოპერაციას ატარებენ.
2015 წლიდან აშშ-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9 სამხედრო ბაზა გახსნა. ეს რეგიონი, ძირითადად, ქურთებით არის დასახლებული.