logo_geo
eng_logo
სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა
- +

18 დეკემბერი. 2020. 11:59

 

სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე რეაქტიული ჭურვი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია Al-Hadath ავრცელებს.

 

სამხედრო ბაზა ელ-ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად მდებარეობს. დაჭრილების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ამჟამად ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები ნავთობის საბადოს გარშემო ტერიტორიაზე ოპერაციას ატარებენ.

 

2015 წლიდან აშშ-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9 სამხედრო ბაზა გახსნა. ეს რეგიონი, ძირითადად, ქურთებით არის დასახლებული.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner