აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები „Pfizer“ და „Moderna“ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო სერიოზულ გვერდით მოვლენებზე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა 2005 წლის კანონი გამოიყენა, რომლის თანახმადაც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების იურიდიული დაცვა გარანტირებული იქნება. გამონაკლისი მხოლოდ კომპანიის მიერ მიზანმიმართული არაკანონიერი ქმედება იქნება.
ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მკურნალობისა და ვაქცინაციის შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში ამ კომპანიებს კომპენსაციის მიზნით ვერ უჩივლებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გვერდით მოვლენებზე ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო.