აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მრჩეველი სედრიკ რიჩმონდი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის შტაბში ადასტურებენ.
თეთრი სახლის მომავალი მრჩეველი ბოლო პერიოდში ჯო ბაიდენთან ერთად არ გამოჩენილა, თუმცა, კონგრესმენი სამშაბათს ჯორჯიაში მიტინგზე იმყოფებოდა, სადაც ასევე იყო ჯო ბაიდენიც.