logo_geo
eng_logo
ყარაბაღის რეაბილიტაციაში უცხოელ სპეციალისტებს ჩართავენ
- +

18 დეკემბერი. 2020. 12:27

 

მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებული ყველა ქალაქისა და რაიონის გენერალური გეგმა იქნება შედგენილი“, - ამის შესახებ ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილგარ ისბატოვმა განაცხადა.

 

„ყარაბაღის აღდგენის დროს დაცული იქნება კულტურული და ისტორიული ძეგლების თვითმყოფადობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შევქმნით ახალი სოფლებსა და დასახლებებს, რომლებიც მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ სარესტავრაციო სამუშაოებში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ვგეგმავთ.

 

ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის მიმართ სხვადასხვაგვარი მიდგომა არსებობს. მაგალითად, შუშა ისტორიული ქალაქია, აქ დაგეგმილია არაერთი კულტურული ძეგლის აღდგენა. მაგრამ არსებობს ქალაქები და ადგილები, რომლებიც მთლიანად განადგურებულია. ამ ტერიტორიების აღდგენის კუთხით განსხვავებული მიდგომები იქნება. ეს ქალაქები ყველაზე თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მთლიანად რეკონსტრუქციას დაექვემდებარება“, - განაცხადა მან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner