logo_geo
eng_logo
ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის უფლების უქონლობის გამო 2 500 ლარით დააჯარიმეს
- +

18 დეკემბერი. 2020. 12:39

 

 

მზრუნველი სახელმწიფო“, – ამ სათაურით ავრცელებს „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი „ფეისბუქში“ ლაივვიდეოს.

 

ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არ აქვს სპეცსაშვი და მართვის უფლება, რის გამოც პატრულმა დააჯარიმა.

 

მეგრელიშვილის თქმით, პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო. ის ვიდეოში ამბობს, რომ სამი წელია, არ აქვს მართვის უფლება და აღნიშნავს, რომ ამას „არ აქვს მნიშვნელობა“. ამასთან, მეგრელიშვილს სამართალდამცველებმა მართვის უფლების შეჩერების დადგენილება გადასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner