„მზრუნველი სახელმწიფო“, – ამ სათაურით ავრცელებს „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი „ფეისბუქში“ ლაივვიდეოს.
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არ აქვს სპეცსაშვი და მართვის უფლება, რის გამოც პატრულმა დააჯარიმა.
მეგრელიშვილის თქმით, პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო. ის ვიდეოში ამბობს, რომ სამი წელია, არ აქვს მართვის უფლება და აღნიშნავს, რომ ამას „არ აქვს მნიშვნელობა“. ამასთან, მეგრელიშვილს სამართალდამცველებმა მართვის უფლების შეჩერების დადგენილება გადასცეს.