logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მშვიდობით, ძяძя გრიშა! მე მესმის ამ გადაწყვეტილების...
- +

18 დეკემბერი. 2020. 12:53

 

 

 

ეს პოლიტიკური ნეკროლოგი, გნებავთ - რექვიემი, მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გამოვთქვი ვარაუდი, რომ მიუხედავად სექტაში სოლიდური სტაჟისა, გრიგოლ ვაშაძემ ვერ მოირგო ბოლომდე მისთვის განკუთვნილი პოლიტიკური ხულიგანის, ავტობუსებზე ძრომიალის და ქვებით ხელში შეშლილი ნეანდერტალელის ფუნქცია.

 

ამავდროულად, მისი მიდრეკილება ჩრდილო/ლინგვისტური არანორმატიული ლექსიკისადმი, ჩემთვის სავსებით გასაგები იყო (სიტუაციურად უხდება ხოლმე შენი აზრის გამოხატვას) - ჩამოხვიდე მოსკოვიდან, სადაც მეუღლის ფაქტორიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გქონდა გეხილა „კოსმონავტი, აკადემიკოსი, იშტოიანი“ და აღმოჩნდე მურმან დუმბაძის, გუბაზ სანიკიძის, დავით კირკიტაძის, მეგი გოცირიძის და ა.შ. გარემოცვაში, ეს ჩვეულებრივი სექტანტისთვისაც ნამეტანი იქნებოდა, მით უმეტეს ვაშაძისთვის.

 

მე ბედი მწყალობს თუ უბედურება - მაგრამ ძალიან ბევრ „ისტორიულ“ მომენტში აღმოვჩნდებოდი ხოლმე მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში. 2008 წლის იანვარი იქნებოდა ან თებერვალი, როდესაც ჩიტაძეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოიეში ვიდექი, მეგობარს ველოდებოდი. ცენტრალურ შემოსასვლელიდან შემოვარდა სააკაშვილი დაცვითურთ, ავარდა მეორე სართულზე, ხოლო ვესტიბიულში დატოვა მაღალი, საკმაოდ მორცხვი, ულვაშა მამაკაცი. სადღაც ხუთ წუთში ზემოდან, გელა ბეჟუაშვილის თანხლებით, „გრიშა, ამოდიო!“ - დაუყვირა „ბელადმა“ და „შტანდარტენფიურერი ვაშაძე“ შეუდგა „შტირლიცის“ შესაფერის უმადურ საქმიანობას. და როდესაც მიხვდა, რომ არა ინტელექტით გაჟღენთილ „შელენბერგებთან“", რაფინირებულ „ბორმანებთან“ ან თუნდაც ბუნებრივ/პროვინციულად ცბიერ „მიულერებთან“,  არამედ ეფრეიტორებთან და პოლიტიკურად ბოზ ქალ/ვაჟებთან მოუწევდა ურთიერთობები - მართალია, სოლიდური პერიოდის შემდგომ, მაგრამ მაინც მიიღო ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება. ის წავიდა. მე მის ადგილას დავბრუნდებოდი მოსკოვში. დავაბრუნებდი მეუღლეს დიდი თეატრის, კულტურული ბომონდის ჩვეულ და ყველასთვის გასაგებ ატმოსფეროში. ფსკერს იქით მისთვის მხოლოდ აშშ-ის საელჩოსთან ამერიკის დროშის დაწვა და „დაუნ ვი დიქტეიტე“"-ღა რჩებოდა.

 

მშვიდობით, ძяძя გრიშა! ყოველგვარი სარკაზმის გარეშე - მე მესმის ამ გადაწყვეტილების. სანაგვე ბუნკერში დარჩენას....

 

https://facebook.com/story.php?story_fbid=3008901806045858&id=100007782043143

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner