logo_geo
eng_logo
ჰანს კლუგე: ქართველმა ხალხმა უნდა დააფასოს ის წარმატება, რასაც მიაღწიეს თქვენმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და ექიმებმა, რადგან ისინი არიან გმირები
- +

18 დეკემბერი. 2020. 12:58

 

„საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძირითადი ფოკუსირება გაკეთდება პირველად ჯანდაცვაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც პირველ ჯანდაცვაზეა ფოკუსირება გაკეთებული, ისინი გაცილებით წარმატებულად ართმევენ თავს კოვიდთან ბრძოლსა და სხვა გამოწვევებს.

 

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და ხელშეწყობის გეგმა არსებობს. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დიდი აქცენტი გაკეთდება ჯანდაცვის მუშაკებზე, ეს მე ძალიან მახარებს, რადგან არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. ქართველმა ხალხმა უნდა დააფასოს და მიულოცოს ის წარმატება, რასაც მიაღწიეს თქვენმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, ექიმებმა, რადგან ისინი არიან ამ პანდემიის გმირები“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner