სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წნორში მოხდა.
„იმედინიუსის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 20 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილიბებით წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.