„ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას, ვინაიდან, ის სტაბილიზაცია, რომელსაც მივაღწიეთ, არ იძლევა დიდი ოპოტიმიზმის საფუძველს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტის დაწყების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს ექნებათ და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.