„ვიბრძოლებ, რომ სააკაშვილი და მისი დამნაშავე ხროვა სამაგალითოდ დაისაჯოს!" - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე „facebook"-გვერდზე.
„ქაშუეთის ეკლესიიდან ეს წამია ცრემლით გამოვედი და უბრალოდ, მინდა ერთი სიტყვა ვთქვა - მაპატიე, სულხან... და ასევე ვთქვა უტეხი სიტყვა - ვიბრძოლებ, სადაც არ უნდა ვიყო, ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ სააკაშვილი და მისი დამნაშავე ხროვა სამაგალითოდ დაისაჯოს! სულხან მოლაშვილი არის სიმბოლო ნაცრეჟიმის დასამარების! სულხანის ტკივილი არ შერჩება დამნაშავე სააკაშვილს... არა, არ შერჩება", - წერს ლუკა კურტანიძე.