„ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი პარტიაში არ განიხილება.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მიდის პარტიიდან და ირაკლი კობახიძე ინიშნება პარტიის თავმჯდომარედ ან რაღაც ყრილობა მზადდება, ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი საკითხი არ განიხილება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის არის ამჟამად პარტიის თავმჯდომარე. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ პასიურია, მე რამდენადაც ვიცი, პასიური არ არის, იმიტომ, რომ ის მართავს პარტიულ შეხვედრებს და აქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტიის ხელმძღვანელ პირებთან“, - განაცხადა კახიშვილმა.