logo_geo
eng_logo
„ფარული მიყურადების საქმეზე კვალი შესაძლოა, ვანო მერაბიშვილამდე მივიდეს“
- +

4 ივლისი. 2016. 14:28



2012 წლის „ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მიყურადების საქმეზე შესაძლოა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს" საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კოალიციის ლიდერების უკანონო თვალთვალში ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ ჩართულები.

 

„ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი საქმე ზუსტად იმ მიმართულებით, რომ გაირკვეს, რა დონემდე მიდის კვალი, იყო ეს ვანო მერაბიშვილი თუ კიდევ უფრო ზემდგომი პირი. ამას ცალკე ვიძიებთ. საქმეზე შესაძლოა, დადგეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. საქმე ცალკე წამოებად გამოიყო, ვინაიდან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უფრო მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ხელისუფლებიდან. ამ სქემაში ჩართულები იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა ნაწილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და შედეგად საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. ეს საქმე კლასიკური მაგალითია სისტემური დანაშაულის. მთელი სახელმწიფო აპარატი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო პოლიტიკური ოპონენტების კომპრომეტირება და მათ საქმიანობაში ხელშეშლა", - განაცხადა ლევან ადეიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner