logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს რეალურად, 2003 წლის სცენარის გამეორება უნდათ, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი
- +

18 დეკემბერი. 2020. 16:43

 

 

„ოპონენტებს რეალურად, იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერიმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებები არ უნდა, რადგან იძულებული იქნებიან, უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციასა და მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

„პრაქტიკულად, ოპონენტების დიდ ჯგუფს სათქმელი არ აქვს და კომისიის შექმნაც არ უნდათ, რათა ის ეჭვები გავაქარწყლოთ, ვითომდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. რეალურად, იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი. მოლაპარაკებები არ უნდათ, რადგან იძულებული იქნებიან, უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციაზე, მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ სტრატეგიულ გეგმას, რომ არეულობა მოაწყონ. თუ მაშინ, 2003 წელს, ამისთვის წინაპირობა იყო და მართლაც სუსტი ქვეყანა, განუკითხაობა დათვლის სისტემაში, ახლა უნდათ ისარგებლონ, იმავე მიზეზით, მაგრამ საფუძვლად ის მდგომარეობა, რაც შეგვიქმნა პანდემიამ ადამიანის ჯანმრთელობის ხაზით და ეკონომიკური პრობლემების გამოყენებით, რაც მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს შეექმნა. მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, საითკენ მიდის მათი გეგმები და მოსაზრებები. რეალურად, სახელმწიფოში ვითარება განსხვავდება იმისგან, როცა ესენი ახერხებდნენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელ განცხადებაზეც, რომელმაც თქვა, რომ „არ იქნება მშვიდობა, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები“.

 

„ხეპრული გამოთქმაა ლეგიტიმური რევოლუცია. არანაირი არგუმენტი არ დარჩათ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „სამართლიანი არჩევნების” დასკვნა გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში რთული მდგომარეობა და სერიოზული საფრთხეებია, დესტრუქციასა და დესტაბილიზაციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებისგან და არც ეს ის სახელმწიფოა, როცა ამ რევოლუციური გეგმების აღსრულებას ახერხებდნენ. არის მეორე მიმართულებაც, რომელმაც სამწუხაროდ, ხელი უნდა შეუწყოს ამ რევოლუციური მოსაზრებების განვითარებას, ეს არის მედიასაშუალებების მობილიზება იმისათვის, რათა საზოგადოების თვალში დაამცირონ უმრავლესობის წარმომადგენლები. დღეს კონკრეტული ტელევიზია პარლამენტის ერთ-ერთ წევრს სახლში შეუვარდა, რათა შეურაცხყოფა მიაყენოს და ამის ფონზე განავითაროს თავისი პროპაგანდისტული სტრატეგია. ეს არის უსუსური მცდელობები, მაგრამ არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner