logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

18 დეკემბერი. 2020. 17:13

 

 

„ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 95 ადამიანს ჩაუტარდა და 26-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 116 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 212 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდეა შეწყვეტილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner