„არცერთ ხელმოცარულ პოლიტიკოსს, რომელიც პირადი ბოღმისა თუ სხვა ინტერესების გამო პოლიტიკურ სივრცეში აქტუალური აღარ არის და ხალხის დაშინების და დაჩაგვრის ბერკეტი აღარ აქვს, არ მივცემთ რადიკალური პროცესების მართვის საშუალებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თუკი ვინმეს მშვიდობა არ სურს და ახორციელებდა დესტრუქციას, ეს ის რადიკალური ჯგუფები არიან, რომლებიც ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი სცენარისათვის.
„მათ სურთ შექმნან სურათი, რომ ფაქტები არაფერს ნიშნავს - მთავარია აღქმა და მთავარია ის, რაც მათ სურთ. ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად აფასებს. ამის შედეგია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. საბედნიეროდ, დამთავრდა დრო, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარება ამ რადიკალური ჯგუფების გადასაწყვეტი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ისაა, რომ არიან მართლები და ფაქტები და არგუმენტები მათ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს არის მხოლოდ დესტრუქცია.