logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი, ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარებას განუდგება
- +

18 დეკემბერი. 2020. 18:07

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას განუდგება“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჯანსაღი ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, მათ ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობაც, ისინი მიხვდებიან, რომ ამ თამაშში შეყოლას არანაირი აზრი არ აქვს, და შესაბამისად ისინი განუდგებიან ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარებას, რაც სურს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ის სწორედ აქ ხედავს მოლაპარაკების რესურს.

 

„სწორედ აქ ვხედავ სივრცეს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს მმართველ გუნდსა და ჯანსაღი ოპოზიციის წევრებს შორის“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა. მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, მმართველი გუნდის ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner