logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: სასიხარულო ამბავი! დუშეთის მერმა სოფელ ნადიბანთან სულხან-საბას ძეგლის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოჰყო
- +

18 დეკემბერი. 2020. 18:34

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„სასიხარულო ამბავი - დუშეთის მერმა, ბატონმა ზურაბ სეხნიაშვილმა 2020 წლის 9 ივლისს „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფისთვის მოცემული პირობა შეასრულა, სოფელ ნადიბანთან სულხან-საბას ძეგლის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოჰყო. ბატონ ზურაბს ტელეფონით რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და ეს ამბავი მისგან შევიტყვე.

 

ახლა ბატონ შალვა წიკლაურს დავურეკავ და ვახარებ. 2013 წლის ივნისში მან წამიყვანა და მანახა ეს ძეგლი. მას შემდეგ პერიოდულად ჩავდივარ, ამბავს ვკითხულობ...“ - წერს ნინო მიქიაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner