logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას სურს, რამენაირად ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს, უკვე ღიად ამბობენ, რომ მათთვის ერთადერთი სცენარი რევოლუციურია
- +

18 დეკემბერი. 2020. 19:03

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო, მათგან ამის არგუმენტირებულ დასაბუთებას მოითხოვდნენ.

 

ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ სურს, არამედ უნდათ, რომ რამენაირად ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.

 

„ჩვენ პირველივე დღიდან, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების დამთავრებისთანავე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციას ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ რამე არგუმენტირებული საბუთი მოგვეცით იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ამ მიმართულებით უმარავი შეთავაზება გავაკეთეთ, გადათვლა იქნებოდა თუ ვიდეოთვალის ნახვა. ამასთან, „ისფედის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მცდარი აღმოჩნდა.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას თავიდანვე ჰქონდა ერთადერთი რამ, თუ არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებდნენ, ნებისმიერი გზით და დღეს ამას უკვე ღიად ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარი მათთვის არის ერთადერთი სცენარი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. მათ დემოკრატიული და საარჩევნო პროცესი არ სურთ. მათ სურთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ რამენაირად ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ ოპოზიციის ბიოგრაფიას და წარსულს, ვნახავთ, რომ გაყალბებული არჩევნები, არასამართლიანი არჩევნები, რევოლუციური სცენარები იყო მათი ხელისუფლებაში მოსვლის თანმდევი პროცესი. ამიტომ, ამ გაგებით ახალი მათთვისაც არაფერი არ არის და საზოგადოებამაც მათი პოლიტიკური ცხოვრების „კულტურა და ქცევა“ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner