logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: დღეს მოდის პირდაპირი ზეწოლა!
- +

3 მარტი. 2016. 13:21



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის, და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ამ დოკუმენტით ვერაფერს მოიგებს". როგორც გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დოკუმენტი „ჩვენი ე.წ. დასავლეთზე ორიენტირებული ჯგუფების ნახელავია", რადგან გონიერი ჩინოვნიკი მსგავს რაღაცებს არ დაწერდა.


„ევროკომისიის დოკუმენტი რამდენიმე ასპექტში უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტის ავტორებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საქართველოს რეალურ მდგომარეობაზე, მის ისტორიაზე და თუ გნებავთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზე. შორს არ წავალ, მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნეს შევახსენებ მათ და ავუხსნი თუ როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოში ამ დროს უმცირესობების მიმართ. ჩვენი წინაპრების დამსახურებით ეს თემა არასდროს გამხდარა სამსჯელო. ქართული საზოგადოება ტოლერანტულია. ჩვენმა წინაპრებმა მოძებნეს ფორმა, როცა თანაცხოვრება შესაძლებელი იყო და არავინ არავის ავიწროვებდა. დღეს მოდის პირდაპირი ზეწოლა.

 

ეს არის ჩვენი ე.წ. დასავლეთზე ორიენტირებული ჯგუფების ნახელავი. რადგან, შეუძლებელია გონიერმა ჩინოვნიკმა დაწეროს ასეთი უაზრო რაღაცები. ეს არის უდიდესი დარტყმა დასავლურ ორიენტაციაზე, რადგან კულტურა, რომელშიც ჩვენ ჩამოვყალიბდით, აპირებენ თავდაყირა დაგვიყენონ. ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ. ევროკავშირი ამ დოკუმენტით ვერაფერს მოიგებს", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner