logo_geo
eng_logo
დავით მირცხულავა: ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ „სუხოს“
- +

4 ივლისი. 2016. 14:31

 

 

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას განცხადებით, სულხან მოლაშვილი გარდაცვალებამდე მისი საქმის გამოძიების დაჩქარებას მუდმივად ითხოვდა. ამის შესახებ მირცხულავა „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 

„ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ „სუხოს“ -ეს იყო გაუთავებელი პროცესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში – მე მალევე ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანიც იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები. ყოფილი პროკურორი გამოვიდა – სულხანი არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადება ჰქონდაო, სიგარეტის ნამწვებიც ვარიკოზული დაავადებით ხომ არ იყო გამოწვეული? სულხანზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკემ სრულად გადაიარა – მას ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

ციხეში საღ-სალამათი შევიდა და იქიდან C ჰეპატიტითა და დანგრეული ჯანმრთელობით გამოვიდა. ისიც კი მოვისმინე, სულხანი პოლიტპატიმარი არ იყოო. სულხანი პოლიტპატიმარი არ იყო და ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი? სულხანი მეუღლის ბინიდან უნდა გაასვენონ, რადგან საკუთარი არაფერი დაუტოვეს. მერაბიშვილს კი, ყველა უბანში სახლი აქვს“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, დავით მირცხულავა აღნიშნავს, რომ სულხან მოლაშვილი გაწბილებული იყო.

 

„2012 წელს არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დამირეკა, ყველა საქმეს ექვს თვეში გამოიძიებენ და წლობით ნატანჯი ადამიანები სიმართლეს ვიპოვითო. პროკურატურამ კი რა გააკეთა? ახლა ისიც აღარ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ამ გამოძიებას – სულხანი აღარ არის“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner