logo_geo
eng_logo
ღაზნის პროვინციაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვია
- +

18 დეკემბერი. 2020. 19:48

 

 

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

 

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ აღო ჯანში ყურანის კითხვის ცერემონიას ესწრებოდა, როდესაც სახლთან გაჩერებული დანაღმული მოტიციკლი აფეთქდა.

 

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვია, რომლებიც აფეთქების დროს მოტოციკლის ირგვლივ იმყოფებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner