logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ამათ ხელში საქართველოსა და ქართველ ხალხს გახარება არ უწერიათ!
- +

19 დეკემბერი. 2020. 00:20

 

 

იაგოველები

ეს ახალი ტერმინი „იაგოველები“ ლიბერასტულ-სოროსული პოლიტსექტა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას „პატივსაცემად“ დაიბადა და ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ იეღოველებთან ასოცირდება.

რა თქმა უნდა, ეს იაგო ხვიჩია არ არის იმ დონისა და მასშტაბის ფიგურა, რომ იაგოველთა სექტის გურუ ან სენსეი იყოს – მას, უბრალოდ, ასე ვთქვათ, შესაბამისი რითმული სახელი აღმოაჩნდა! და იაგოველთა სექტაში არც მხოლოდ „გირჩის“ მესვეურები და წევრები მოიაზრებიან!

იაგოველები სრულიად გაერთიანებული ოპოზიციაა! რა თქმა უნდა, ამ იაგოველთა სექტაში გამორჩეული ადგილი უკავია მიხეილ სააკაშვილს! შეიძლება ითქვას, სააკაშვილი მიშარასტი იაგოველების ბელადია.

ეს მიშარასტი იაგოველები, ნატურალურ იეღოველებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და არანაკლებ განსაკუთრებული გონებაშეზღუდულობით! აბა, თავისი მრევლის ათასჯერ გადამგდები სააკაშვილი ისევ ბელადად რომ გეყოლება, განსაკუთრებულად გონებაშეზღუდული უნდა იყო!

იაგოველთა არანაკლებ გამორჩეული ფიგურაა გიგა ბოკერიაც! ბოკერიას ლამის ბავშვობიდან აქვს ურთიერთობა ნატურალურ იეღოველებთან! ალბათ, ბევრს ემახსოვრება, იეღოველთა დამცველ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ სრულიად ქორფა ლიდერ გიგა ბოკერიას როგორ ურტყამდა თავში ხის ჯვარს ბასილ მკალავიშვილის მრევლი!

იაგოველია, მაგალითად, იგივე ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც ათწლეულებია, იეღოვური ქვებუდანობით რყვნის და აბითურებს ახალგაზრდა თაობას! ეს ხომ სწორედ ის ლევან ბერძენიშვილია, რომელმაც აღზარდა ბოკერიები, რამიშვილები და მომდევნო თაობის ეკლესიასთან მებრძოლი „კმარელები“!

ის კი არა, ყაჩაღ-ბანკირი „ლელოელი“ მამუკა ხაზარაძეც კი გაქანებული დამსახურებული იაგოველია, რადგან ესეც ათწლეულებია, ძარცვავს და ანადგურებს ქართველ ერს და თავისი ახალშექმნილი პარტიაც სწორედ სოროსელი გველის წიწილებით გააქვსო!

მოკლედ, იაგოველია ყველა, ვისაც ემშობლიურება სოროსულ-ლიბერასტული ანტიმართლმადიდებელი იდეოლოგია და ლგბტ სიბილწე!

ვისთვისაც გასაბერი ეკლესიები და ქართული ჯარისთვის თავის ასარიდებლად „გირჩის“ სექტის ეპისკოპოსბა ნორმალურია, ყველა იაგოველია!

ვისთვისაც ნარკოტიკების ლეგალიზაცია და მამათმავლობის ნორმად ქცევა „ცივილიზებულობაა“, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ყოფნა – „შუასაუკუნოვანი სიბნელე“, ჩასარეცხი იაგოველია!

ჩვენდა საუბედუროდ, იაგოველები დღეს სარანჩასავით არიან მოდებულები და ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგსაც კი ქმნიან თავიანთივე იაგოველური ტელევიზიების მეშვეობით!

არადა, ამათ ხელში საქართველოსა და ქართველ ხალხს გახარება არ უწერიათ! ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner