საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის დაბრუნებასა და დახვედრაზე, რომელიც ადგილობრივებმა მოუწყვეს, კომენტარს აკეთებს.
„ლევან ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ", - ამბობს გიორგი ვოლსკი.
„ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა და შემოქმედია. რაღაც პერიოდში იყო რეგიონული ხელისუფლების სათავეში, ახასიათებდა მმართველობის კლანურობა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. როგორც ადამიანის მიმართ, მე მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც ბოლო წლებში უკრაინაში მოღვაწეობდა, გუშინ ბათუმში დაბრუნდა.