logo_geo
eng_logo
მედია: აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე რუსი ჰაკერების თავდასხმები განხორციელდა
- +

19 დეკემბერი. 2020. 02:00

 

 

აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს. როგორც  უცხოური მედია იუწყება, შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერსამსახური ავრცელებს.

 

„ბიბისის“ ცნობით, ერთ-ერთი ბოლო უწყება, რომელმაც კიბერშეტევის შესახებ განაცხადა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტია. უწყების განცხადებით, ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს გარკვეულ მასალებზე. აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია ბირთული იარაღები, თუმცა, უწყების  განმარტებით, არსენალის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია.

 

სისტემაში მავნებელი პროგრამების კვალი აღმოაჩინეს კომპანია „მაიკროსოფტშიც“. როგორც „ბიბისი“ წერს, თავდასხმის უკან რუსეთის ხელისუფლებას მოიაზრებენ.

კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა აშშ-ის სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner