logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ქუჩის არეულობებზე ლაპარაკობს, მაგრამ დღეს ის საქართველო არაა, რომელიც აჰყვება და სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს დაუჭერს მხარს
- +

19 დეკემბერი. 2020. 03:03

 

„ოპოზიცია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, გეგონება, ერთი სული აქვთ, მოლაპარაკების მაგიდასთან როდის დასხდებიან და იმ საკითხებზე ილაპარაკებენ, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი თემა დესტაბილიზაციაა.

 

„იქნებ, პანდემიამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა მისცეთ შანსი და არჩევნებზე ლაპარაკი საერთოდ არ მგონია, მათთვის მნიშვნელოვანი იყოს. ხდება ისევ რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენება. ამათ ისევ 2003 წელი ჰგონიათ, რომ რაღაც მორალური უპირატესობა მოიპოვეს, მაგრად დგანან და ქუჩის არეულობებზე ლაპარაკობენ, მაგრამ დღეს 2003 წელი არ არის და ეს ის საქართველო არაა, რომელიც აჰყვება და სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner