დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება.
სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა. გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.